ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ზაფხულს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ველოდებით 09.06.2026 17:28

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს პერიოდში, კერძოდ, ამ ზაფხულს, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ელოდება.

 

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინამ შეასრულა ყველაფერი, რაც საჭირო იყო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში არსებული ექვსივე კლასტერის გასახსნელად.

 

ამასთან, მისივე თქმით, ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინო გახდება ევროკავშირის ლიდერების უახლოეს შეხვედრებზე.

 

„არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრესი იყოს მიღწეული, კლასტერები გაიხსნას და ეს რუსებმაც დაინახონ. უნდა დაინახონ, რომ ევროპა თავის დაპირებებს ასრულებს და ევროპულ ინტერესებს არ თმობს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა, გააგრძელოს რუსეთზე სანქციების მეშვეობით ზეწოლა, პირველ რიგში, სანქციების 21-ე პაკეტის დამტკიცებით. მისივე თქმით, ახალი შეზღუდვები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ