ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას 10.06.2026 21:21

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს თავდასხმებს ირანზე, ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესის გამო.

„ჩვენ ვაპირებთ მათზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას", - განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ოთხშაბათს და მიანიშნა, რომ ირანის მიერ ამერიკული Apache-ის ტიპის ვერტმფრენის ჩამოგდება განახლებული დარტყმების საბაბია.

„ვერტმფრენის ინციდენტიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ამის გაკეთების უფლება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა თეირანთან ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებების ნელი ტემპის გამო, რომლებიც, მისი თქმით, კვლავ გრძელდება.

„მე უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ ირანთან", - თქვა მან. „მათ ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებას. ეს კარგი შეთანხმებაა".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ