11.06.2026 20:34
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შენობაში (პენტაგონში) გამოცხადებული ნაწილობრივი ბლოკირება და თანამშრომლების ევაკუაცია ცრუ განგაშის გამო განხორციელდა.
CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოცემას სტრუქტურასთან დაახლოებულმა ორმა ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიგანტური კომპლექსის რამდენიმე სართულსა და დერეფანში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები "სახიფათო ნივთიერებების შესაძლო გაჟონვის" გამო გატარდა. ადგილზე მობილიზებული იყო არლინგტონის სახანძრო და სამაშველო სამსახური, ხოლო შენობის შიგნით უსაფრთხოების თანამშრომლები აირწინაღებითა და ქიმიური დამცავი ფორმებით გადაადგილდებოდნენ.
პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის განცხადებით, შენობის უსაფრთხოების სისტემამ ჰაერის ხარისხის პრობლემა დააფიქსირა, რის გამოც, წინასწარი სიფრთხილის მიზნით, სტანდარტული დაცვის პროტოკოლი აამოქმედეს. დამატებითმა ლაბორატორიულმა შემოწმებამ, რომელსაც დაახლოებით ორი საათი დასჭირდა, დაადასტურა, რომ თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და განგაში ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული. ამ დროისთვის პენტაგონი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
ავტორ(ებ)ი :