16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში „დიდი შვიდეულის” სამუშაო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას 13.06.2026 20:45

 

16 ივნისს, ტრამპი და ზელენსკი საფრანგეთში მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის" სამუშაო შეხვედრაში. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამშაბათს [16 ივნისს] დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებენ ერთსა და იმავე სამუშაო შეხვედრაში „დიდი შვიდეული" სამიტის ფარგლებში საფრანგეთში, და შემდეგ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონთან ვერსალში ისადილებს", - წერს გამოცემა.

ასევე აღინიშნება, რომ 15 ივნისს ევიანში ჩასვლისას, სადაც „დიდი შვიდეულის" სამიტი გაიმართება, დონალდ ტრამპი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ემანუელ მაკრონთან, ხოლო სამშაბათსა და ოთხშაბათს მას ერთი-ერთზე შეხვედრები ექნება კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტისა და ინდოეთის ლიდერებთან.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ