14.06.2026 16:51
ირანი ბირთვული იარაღის წარმოებისა და შეძენის შესახებ ირანის ლიდერებსა და აშშ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის პირობებს დათანხმდა, - ამის შესახებ „როიტერს" ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
წყაროს თქმით, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, დეტალები საწყისი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, 60 დღის განმავლობაში იქნება განხილული.
მაღალჩინოსნის ინფორმაციით, აშშ ირანის ნავთობზე სანქციების მოხსნას შეზღუდული დროით დათანხმდა. ამასთან, ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს.
როგორც „როიტერი" წერს, ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმების პროექტი ასევე მოიცავს აშშ-ს მიერ 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატარის ოფიციალური პირები მოლაპარაკებების გასამართად დღეს თეირანში იმყოფებიან.
მედიის ცნობით, ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას თუ მიაღწევენ, მოსალოდნელია, რომ მას ხელს მოაწერენ ელექტრონულად და არა აშშ-ისა და ირანის ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრაზე.
ავტორ(ებ)ი :