,,რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი მალე გაუქმდება''- ტრამპი 16.06.2026 18:17

 

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების რეჟიმი მალე გაუქმდება. შესახებ დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„მალე ასეთი შესაძლებლობა გვექნება, რადგან ნავთობის მიწოდება აღდგენილია. ჩვენ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები შევამსუბუქეთ, რადგან არ გვქონდა განზრახვა, რომ ნავთობის მიწოდებისთვის ხელი შეგვეშალა. ასე რომ, მალე ამის შესაძლებლობა გვექნება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების ფონზე მიიღო.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ