ირანის საგარეო უწყება - სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი 17.06.2026 22:38

სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოაწერონ ხელი,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი შესაძლებლობა „მაგიდაზე დევს" და ამ საკითხზე განხილვები კვლავ მიმდინარეობს.

 

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის" სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შესაძლოა, შვეიცარიაში დაგეგმილ ხელმოწერის ცერემონიას დაესწროს. ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა ის ცერემონიისთვის, ტრამპმა უპასუხა: „შეიძლება". მოგვიანებით მან ხუმრობით დაამატა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, ამაზე პასუხისმგებლობას ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს დააკისრებს.

 

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს, შვეიცარიაში უნდა გაიმართოს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ