დონალდ ტრამპმა ვერსალში ხელი მოაწერა შეთანხმებას ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. 18.06.2026 11:12

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა აშშ-ირანის შეთანხმების საბოლოო ასლს. შეთანხმების ხელმოწერა ვერსალის სასახლეში გამართული ვახშმის დროს შედგა.

 

„ეს არ იყო მარტივი, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია", - აღნიშნა ტრამპმა ხელმოწერისას.

 

ვერსალის სასახლის დატოვებისას ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება ხელმოწერილია.

 

„ის ხელმოწერილია. ხელი მოვაწერე ვერსალში, ახლახან მოვაწერე ხელი", - განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ტრამპმა დოკუმენტის ბეჭდურ ვერსიას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ხელმოწერილი ასლის ფოტო ირანის მხარეს გადაეგზავნა. ამის შემდეგ მემორანდუმს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც მოაწერა ხელი.

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, ირანის მოთხოვნით, დოკუმენტი გაფორმდა როგორც ინგლისურ, ისე სპარსულ ენაზე.

 

„თუ ტექსტი მხოლოდ ინგლისურად იარსებებდა, შესაძლოა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია ან თარგმანში განსხვავება ყოფილიყო", - განაცხადა ბაღაიმ.

 

მისი თქმით, სპარსული ვერსია სრულად შეესაბამება ინგლისურ ტექსტს. შეთანხმება 14 პუნქტისგან შედგება და დაახლოებით 800 სიტყვას მოიცავს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ