დონალდ ტრამპი – ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ხოლო სენატი უდროო, უაზრო კენჭისყრას ატარებს და ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ აშშ-ს არ მოსწონს, რასაც ვაკეთებ, ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს 24.06.2026 09:58

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის სენატში ჩატარებული კენჭისყრა, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტის სამხედრო უფლებამოსილებას ზღუდავს.

 

მისი თქმით, სენატის გადაწყვეტილებამ ირანს გაუგზავნა სიგნალი, რომ შეერთებული შტატები არ ეთანხმება მის მოქმედებებს.

 

„ირანი კუთხეში მივიმწყვდიე, ის მზადაა, დაეცეს, მოგვცეს პრაქტიკულად ყველაფერი და პირველად ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მე, დიდი პატივისცემით ეპყრობა, ხოლო სენატი უდროო და უაზრო კენჭისყრას ატარებს სამხედრო უფლებამოსილების კანონის შესახებ და ამით მსოფლიოში ტერორიზმის მთავარ სპონსორს ეუბნება, რომ შეერთებულ შტატებს არ მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და მე უნდა გავჩერდე. ამით ისინი მტერს უჭერენ მხარს. ოთხმა წარუმატებელმა რესპუბლიკელმა დემოკრატებთან ერთად მხარი დაუჭირა ამ კანონს. ირანმა ჩემს ხალხს ჰკითხა: „ეს რას ნიშნავს?". ამ სენატორებმა საქმე გამირთულეს, მაგრამ ამა თუ იმ გზით, მე ამას გავაკეთებ, რადგან ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვიწყებ", - დაწერა ტრამპმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ