25.06.2026 16:34
ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 164 ადამიანი დაიღუპა და 971 დაშავდა. ამის შესახებ ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა.
მანამდე 32 დაღუპულის 700 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
გავრცელებული ცნობით, მაშველები სხვა ქვეყნებიდანაც ჩადიან სამძებრო სამუშაოებში დასახმარებლად, მათ შორის აშშ-დან.
ეს ვენესუელაში ბოლო საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.
ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ძლიერი ბიძგები მოჰყვა.
ავტორ(ებ)ი :