ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვენესუელაში 40 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა 25.06.2026 23:31

ვენესუელაში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 188-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისათვის ცნობილია 1 520 დაშავებულის შესახებ. 200-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.

.ვენესუელელებისთვის შეიქმნა ვებგვერდი, სადაც მიწისძვრების შემდეგ დაკარგული ახლობლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი.

ვებგვერდზე ოჯახებმა ასევე გაავრცელეს იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც ჯერ არ უპოვიათ. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 1 200-ზე მეტი ადამიანი იპოვეს, რომლებიც ადრეც დაკარგულად იყვნენ გამოცხადებულნი.

 ამჟამად 40 000-მდე ადამიანია დაკარგულად ითვლება.

 

გაერო-ს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ვენესუელისა და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად „მასშტაბური კოლექტიური ძალისხმევა" იქნება საჭირო.

 

საპორტო ქალაქ ლა-გუაირაში 100-ზე მეტი შენობა განადგურდა.

 

ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ