27.06.2026 20:25
ევროკავშირი უკრაინას გარანტიებისა და გრანტების ფორმით 343 მილიონ ევროს გადასცემს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გასავითარებლად.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის უწყების ცნობით, ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და საფრანგეთისა და ფინეთის მთავრობებმა შეთანხმებები გააფორმეს, რომელთა მიზანია სამრეწველო პოტენციალის გაფართოება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებისა და თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში.
მიღწეული შეთანხმებები უკრაინისთვის 343 მილიონი ევროს გადაცემას ითვალისწინებს ევროკავშირის გარანტიებისა და შერეული დაფინანსების გრანტების ფორმით. შეთანხმებების გაფორმება უკრაინის აღდგენის საკითხებზე კონფერენციის (URC 2026) ფარგლებში მოხდა, რომელიც გდანსკი გაიმართა.
განცხადების თანახმად, მოსალოდნელია, რომ ახალი ინსტრუმენტები უკრაინას საშუალებას მისცემს მიიზიდოს 700 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციები უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემების, სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსების წარმოებაში, საავიაციო მრეწველობაში, მოწინავე სანავიგაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში და სხვა სტრატეგიულ დარგებში.
საფრანგეთთან და ფინეთთან გაფორმებული შეთანხმებები ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვითი ტექნოლოგიების განვითარებას.
ავტორ(ებ)ი :