რობერტ ფიცო – სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ, რომ არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს 27.06.2026 21:47

 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გეგმებს ეწინააღმდეგება, რომლებიც ამჟამად მზადების პროცესშია.

სლოვაკური მედიის ცნობით, ფიცო გამოეხმაურა უკრაინისთვის დახმარების ახალ ინიციატივას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც დაგეგმილია ნატო-ს სამიტზე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა დაგეგმილ დახმარებას „მასშტაბური" უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში უმაღლესი საკონსტიტუციო თანამდებობის პირების მონაწილეობით შეხვედრას გამართავს, რომელშიც თავდაცვის მინისტრი რობერტ კალინიაკიც მიიღებს მონაწილეობას.

„მე ვერ შევუშლი ხელს სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ომისთვის თანხების შეგროვება. იცით, რა შეიძლება, მოხდეს? შესაძლოა, აქ შემოფრინდეს დრონი, განზრახ ან შემთხვევით, დაეჯახოს საცხოვრებელ სახლს, იყვნენ დაღუპულები ან დაშავებულები და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ, სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს. სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს", - განაცხადა ფიცომ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა ნატო-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება დელეგაციით, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. სამიტი 7-8 ივლისს, ანკარაში გაიმართება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ