28.06.2026 21:20
კირ სტარმერი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Observer-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტი, რომელსაც ამჟამად მარკ რუტე იკავებს, 2028 წელს გათავისუფლდება, იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილება წევრი ქვეყნების თანხმობით არ გაგრძელდება.
როგორც Observer-ი წერს, სტარმერს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე პრეტენზიისთვის ბრიტანული მთავრობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასჭირდება.
ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნის პოლიტიკური თანხმობას სჭირდება. გამოცემის ცნობით, კირ სტარმერის მომხრეები მის საერთაშორისო ავტორიტეტს უსვამენ ხაზს. მათი თქმით, ივნისის დასაწყისში გამართულმა „დიდი შვიდეულის" სამიტმა დაადასტურა, რომ ევროპელი ლიდერები სტარმერს დადებითად აფასებენ.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა 22 ივნისს გადადგომის შესახებ განაცხადა.
ავტორ(ებ)ი :