გერმანიაში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 29.06.2026 17:16

გერმანიის ქალაქ შტადეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში მოხდა. პოლიციამ ტერიტორია სრულად გადაკეტა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დადასტურებულია 5 ადამიანის გარდაცვალება. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ინციდენტის ადგილთან მიახლოებისგან. ქალაქის აღნიშნულ ნაწილში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული.

დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე დაუდგენელია. სამართალდამცველები აქტიურად მუშაობენ სავარაუდო ეჭვმიტანილის დასაკავებლად.

ოფიციალური უწყებები დამატებით დეტალებს უახლოეს საათებში გაავრცელებენ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ