ქალაქ დნიპროზე რუსეთის იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა 29.06.2026 17:21

რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე დილით განხორციელებული იერიშის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა.

 

ამის შესახებ უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

 

მედიის ცნობით, დაშავებულებს თავის არეში ტრავმები, ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები, ასევე მოტეხილობები აღენიშნებათ. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

 

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულისა და 21 დაშავებულის შესახებ. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ