30.06.2026 17:03
ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში პირველი ნაწილი გადაურიცხა, 6 მილიარდიდან 3.9 მილიარდი ევრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, თანხა უკრაინული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად დაიხარჯება.
„ევროკომისია დღეს იწყებს 3.9 მილიარდი ევროს გადახდას - პირველ გადასახადს დაახლოებით 6 მილიარდიანი ტრანშის ფარგლებში, რომელიც განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად, საკვანძო შესაძლებლობისთვის, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიული ომისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დაეხმარება", - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
წყაროების ცნობით, გადახდა შეფერხებული იყო, რადგან ევროკომისია ამ დრომდე ამოწმებდა უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების კონტრაქტებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინვესტიციები დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი მოქალაქეები, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და განამტკიცოს ევროპის უსაფრთხოება.
„ევროპა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც საჭირო იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - აღნიშნავს ფონ დერ ლაიენი.
ავტორ(ებ)ი :