აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა 30.06.2026 19:11

 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა. ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს, ავტომატურად ანიჭებს აშშ-ს მოქალაქის სტატუსს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ წესის ცვლილებას ხელი თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნებისთანავე მოაწერა ხელი.

თუმცა, ეს აღმასრულებელი განკარგულება სასამართლოში გასაჩივრდა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ