30.06.2026 20:00
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ორ კონსერვატიულ შტატში ძალაში დატოვა კანონები, რომლებიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, სამი კი წინააღმდეგი იყო.
მოსამართლე ბრეტ კავანოს დასკვნის მიხედვით, კანონები არ არღვევს არც კონსტიტუციის მე-14 შესწორებას, რომელიც მოითხოვს კანონის ყველასთვის თანაბრად გავრცელებას და არც 1972 წლის განათლების შესახებ შესწორებების მეცხრე თავს, რომელიც კრძალავს სქესობრივ დისკრიმინაციას განათლებაში.
როგორც „გარდიანსი" წერს, „ეს სასამართლოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც დონალდ ტრამპისთვის სასარგებლოა, რადგან მუდმივად მკაცრად აკრიტიკებს ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში ტრანგენდერების მონაწილეობას".
ცნობისთვის, საქმე ეხებოდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ორი ტრანსგენდერი სტუდენტის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას. მათ დასავლეთ ვირჯინიასა და აიდაჰოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ.
ავტორ(ებ)ი :