აბას არაღჩი „ძლიერი პასუხით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „სიკვდილისთვისაა განწირული“ 01.07.2026 20:58

 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას „დაუყოვნებლივი და ძლიერი პასუხით" უპასუხებს და გაიმეორა მოთხოვნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაკავოს თავისი მოკავშირე.

არაღჩიმ განაცხადა, რომ პაკისტანის შუამავლობით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობები, რომელიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის გრძელვადიანი შეთანხმების გზის გაკვალვას ისახავს მიზნად, „აბსოლუტურად ნათელი და საჯაროა ყველასთვის".

„აშშ-ის პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება, მოათვინიეროს თავისი შინაური ცხოველები თელ-ავივში", - დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ზე.

„თუ ისინი თავიანთ პატრონს არ დაუჯერებენ, ირანი ჭკუას ასწავლის მათ. ჩვენი ხალხისა და ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ მუქარას მოჰყვება დაუყოვნებელი და ძლიერი პასუხი", - განაცხადა მან.

მისი ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა გააფრთხილა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი „სიკვდილისთვისაა განწირული".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ