20:34 17.03.2020
„აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს - ის პირდაპირ გადაიყვანეს აეროპორტში და წაიყვანეს გერმანიაში“

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც ის 6 წლიან სასჯელს იხდიდა. ინფორმაცია აფგან მუხთარლის ძმამ, რამზან მუხთარლიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა: „ჩემი ძმა აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს. ის პირდაპირ გადაიყვანეს აეროპორტში და წაიყვანეს გერმანიაში“, - წერს იგი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge