22:18 09.02.2020
„ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან“

„ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ „იმედის კვირას“ განუცხადა.  „მათი საქმიანობის პოლიტიკური კონტექსტი არის ერთადერთი - ეს არის რევანში. სამწუხაროა განსაკუთრებით ის, რომ ადამიანები, რომლებიც აფილირებული იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, და არა მარტო ბათო ქუთელია, არამედ ბევრი სხვა: ეკა გიგაური, ვასილ სიხარულიძე და სხვები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან და ინტენსიურ ინფორმაციას აწვდიან საერთაშორისო თანამეგობრობას“, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ. 

 

პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ გასულ კვირაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზე გაასაჯაროვა ინფორმაცია.  მდინარაძის თქმით, ამაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ინფორმაცია, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონტრაქტში ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს, რომელიც „ფორმალურად ამ პარტიის წევრი არ არის და საჯარო სივრცეში ობიექტური ექსპერტის სახელით მოქმედებს“. პოლიტიკოსმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებულ შესაბამის დოკუმენტზე მიუთითა. „ორიონ სტრატეჯიმ“ ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ბათუ ქუთელია საკონტაქტო პირად შეცდომით არის მითითებული.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge