20:22 12.02.2020
„საქართველოში დაბალი მხარდაჭერის პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ვაშინგტონში ატარებენ - არცერთი დასავლელი პარტნიორი ამას არ მიესალმება“

აშშ-ში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოში დაბალი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიები თავის წინასაარჩევნო კამპანიას ვაშინგტონში ატარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განუცხადა. მისი თქმით, არცერთი დასავლელი პარტნიორი ამას არ მიესალმება.

 

„აშშ-ში ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოში დაბალი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიები თავის წინასაარჩევნო კამპანიას ვაშინგტონში ატარებენ იმის მაგივრად, რომ ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი პროგრამა გააცნონ, წარუდგინონ ლიდერები და მოემზადონ არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეს სამწუხაროა, ამას არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი არ მიესალმება იმიტომ, რომ დემოკრატიის მთავარი პრინციპია, რომ პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში, მუშაობენ საკუთარ საზოგადოებასთან. არა უშავს. ეს პრობლემა არ არის. საბოლოო ჯამში, ვერავინ შეიყვანს შეცდომაში იმ ინსტიტუტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს მომავლით“, - განაცხადა თალაკვაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge