15:57 13.02.2020
"არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ გერმანელი და ფრანგი პარტნიორები"

ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის მოწოდებას, რომ მთავრობამ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ის ერთობლივი წერილი გამოაქვეყნოს, რომელიც საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

 

„წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია.


ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა მთავრობას მოუწოდა, გამოაქვეყნოს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge