დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"სააკაშვილი დღეს ყველაზე სუსტად იყო..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ბექა ბასილაია 26.11.2021 15:57

ხელისუფლებამ თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილი დღეს ყველაზე სუსტად იყო, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი სასამართლო პროცესზე მის დასასწრებად.

 

„მიხეილ სააკაშვილი დღეს იყო ყველაზე სუსტად, პოსტრავმული სინდრომი აშკარად იყო გამოხატული, თუმცა, ამის მიუხედავად, სააკაშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი 29 ნოემბრის პროცესზე დასასწრებად, ის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამავდროულად, ჩვენ აქედანვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიუთითონ შეკრებაზე, უაღრესად მშვიდობიან შეკრებაზე მოტივად მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანასთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში გახმაურებული სასამართლო პროცესები, მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს აქციების, დემონსტრაციების ფონზე, მაგრამ ეს არ ზღუდავს არცერთ ბრალდებულს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებისგან, მით უფრო, ეს შეკრება, წინასწარ ვაცხადებთ, როგორც ის შეკრებები, რომლებიც აქამდე გამართულა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არის უაღრესად მშვიდობიანი. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავის შიშზე, თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ