დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

"უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა" - ვლადიმერ ზელენსკი 26.11.2021 16:24

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ უკრაინისა და რუსეთის გარკვეული წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობას განიხილავენ.

 

„შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტურული ინფორმაცია, არამედ ასევე ხმოვანი ინფორმაცია, სადაც უკრაინის წარმომადგენლები, რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში რინატ ახმეტოვის მონაწილეობას, საუბრობენ, რომ მოხდება მილიარდი დოლარის მოზიდვა და ა. შ.“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალება 1-2 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი.

 

„ჩვენ გვაქვს გამოწვევები და ესკალაციის საფრთხე არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან- გვაქვს დიდი შიდა გამოწვევები. მე მივიღე ინფორმაცია, რომ 1-2 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება იქნებოდა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, მიაჩნია, რომ ეს არის ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ცდილობენ, ბიზნესმენი ახმეტოვი ჩაითრიონ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში.

 

„ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს იქნება მისი დიდი შეცდომა, რადგან არ შეიძლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინელი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ომი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ