დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ" - მიხეილ სააკაშვილი 26.11.2021 17:00

მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში დღეს განვითარებულ მოვლენებს გორის ჰოსპიტალიდან ეხმაურება და მიმართავს ავრცელებს:

 

"ვუყურებ ახლა ბათუმში მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც ოცნებამ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ. თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ" - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა დღეს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. პროცესი ხმაურის, დაპირისპირებებისა და დაკავებების ფონზე ჩატარდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ