დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპაშიც დაფიქსირდა 26.11.2021 19:20

ევროპაში პირველად ახალი სამხრეთ აფრიკული ვარიანტი დაფიქსირდა.

 

B.1.1.529 ვარიანტი ბელგიაში ახალგაზრდა ქალს აღმოაჩნდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტი, ახალგაზრდა, აუცრელ ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც თურქეთიდან ეგვიპტეში იმოგზაურა. 11 დღეში კი გრიპის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა.

 

ინფიცირებულს სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის ნებისმიერ ქვეყანასთან კავშირზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გამოცემის ინფორმაციით, სიმპტომები მის არცერთ ოჯახის წევრს აღენიშნება.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი, B.1.1.529 ვარიანტის დაფიქსირების გამო სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღეს ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, იტალიამ, ჩეხეთმა და გერმანიამ. არსებული ვითარების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ