დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

" რას ნიშნავს „თავისუფლება სააკაშვილს“, არარეალური გეგმები არ უნდა დავსახოთ" - ბადრი ჯაფარიძე 26.11.2021 23:51

სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, მაგრამ რას ნიშნავს „თავისუფლება სააკაშვილს“, არარეალური გეგმები არ უნდა დავსახოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე დასწრებასთან დაკავშირებით სრულად ლეგიტიმური მოთხოვნა აქვს.

 

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილი ითხოვს სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლებას, რათა მან თავისი არგუმენტები წარუდგინოს საზოგადოებას. ამის უფლებას არ აძლევს „ქართული ოცნება“. მიგვაჩნია, რომ ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, უფლება და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს ცალსახა პოზიცია. რა თქმა უნდა, სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში. „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, ის დაუმალოს ამომრჩევლებს, მის მხარდამჭერებს, რაც არის ყოვლად დასაგმობი, მაგრამ რას ნიშნავს თავისუფლება სააკაშვილს.

 

არსებობს ლეგიტიმური გზა – პრეზიდენტის შეწყალება, რომელმაც უარი თქვა. მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ სააკაშვილს მიეცეს სამართლიანი სასამართლოს უფლება. აქ თუ რაიმე არსებობს მოსაზრებები, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა არის რეალური, მაგრამ არარეალური გეგმები არ უნდა დავსახოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ