დღე: 27

ღამე: 13

USD 2.7268

EUR 3.1435

Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა 27.11.2021 16:36

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა.

 

Facebook-მა და instagram-მა ჰო­ლი­ვუ­დის კი­ნოს­ტუ­დი­ე­ბის - დის­ნეი, პა­რა­მა­უნ­ტი, ვორ­ნე­რი, უნი­ვერ­სა­ლი, სონი, ნე­ტფ­ლიქ­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბა MPA(Motion Picture Association)-ის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ქარ­თულ პი­რა­ტულ სა­ი­ტებს (adjaranet.com iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net ,movies.ge), რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით ავ­რცე­ლე­ბენ და არეკ­ლა­მებ­დნენ მო­პა­რულ ფილ­მებს და სე­რი­ა­ლებს, ფე­ის­ბუქ და ინ­სტაგ­რამ პლატ­ფორ­მებ­ზე გვერ­დე­ბი წა­უ­შა­ლა. ამის შე­სა­ხებ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ანტი-მე­კობ­რე­უ­ლი ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ბეჟაშ­ვილ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის წევ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ პი­რებ­თან ერ­თად გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე Terminal University-ში ისა­უბ­რა.

 

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვის პრო­ცე­სი კი­დევ უფრო მას­შტა­ბურ ფორ­მას მი­ი­ღებს. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ google-ის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა და google-ის სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პი­რა­ტულ სა­ი­ტებს შე­ზღუ­დავს.

 

„სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­მე­კობ­რუ­ლი ცენ­ტრი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ჰო­ლი­ვუ­დის სტუ­დი­ებ­თან და მისი მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­ნეტ მე­კობ­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, რაც გუ­ლის­ხმობს არა­ლე­გა­ლურ სა­ი­ტებ­ზე (adjaranet.com iMovies.cc, croconet.com, qartulad.com srulad.com geosaitebi.ge, hoovies.net ,movies.ge) უკა­ნო­ნოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი და მო­პა­რუ­ლი ფილ­მე­ბის და სე­რი­ა­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას. სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­მე­კობ­რუ­ლი ცენ­ტრი აერ­თი­ა­ნებს ყვე­ლა ძი­რი­თად ტრა­დი­ცი­ულ თუ არატ­რა­დი­ცი­ულ მე­დი­ას, ინ­ტერ­ნეტპ­რო­ვა­ი­დე­რებს, კი­ნო­თე­ატ­რებ­სა და თით­ქმის ყვე­ლა იმ მხა­რეს, ვინც აუ­დიო-ვი­ზუ­ა­ლურ კონ­ტენტს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის დაც­ვით ქმნის ან იყე­ნებს", - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ანტი-მე­კობ­რე­უ­ლი ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ბეჟაშ­ვი­ლი.

 

 

ავტორ(ებ)ი :