დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ფოტოგრაფი, რომელიც ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს"- გიორგი აბდალაძე 29.11.2021 14:25

„ისტორიული კადრი.


ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს,“ - წერს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, მიხეილ სააკაშვილის დროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი აბდალაძე და მის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.


ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ  ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე. 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ