დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს" 29.11.2021 15:57

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელება ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს. ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები.

 

„მასში თავმოყრილი მონაცემები იძლევა იმის შეფასების საშუალებას, რომ ის არის იმდენად სახეცვლილი, რომ, გარკვეულწილად, პრობლემები იქმნება არსებულ იმუნიტეტთან - იქნება ხელოვნური თუ შეძენილი იმუნიტეტი.

 

რეინფიცირების განვითარების ისევ მაღალი რისკი ექნებათ. ეს ახალი ტალღებით, ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს, რაც ძალიან სამწუხარო და რთული სცენარია. პირველ რიგში, ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ პერსონალური დაცვის საშუალებების მაქსიმალური გამოყენება იცავს ყველა ვარიანტის ვირუსისგან, ეს „ომიკრონი“ იქნება, „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ