დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

რა გეგმები აქვს რუსეთს უკრაინისა და ბელარუსის მიღმა - უცხოური პრესა 29.11.2021 16:53

ამერიკულ პოპულარულ ელექტრონულ გამოცემაში - 19fortyfive-ში გამოქვეყნდა აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექს-მრჩევლის ჯონ ბოლტონის სტატია სათაურით „რუსეთს, უკრაინისა და ბელარუსის მიღმა, სხვა უფრო დიდი გეგმები აქვს“.

 

„კუბის რაკეტული კრიზისის დროს, 1962 წელს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა გაიგო, რომ საბჭოთა ლიდერმა პირობა დაარღვია და კუნძულზე ბირთვულქობინებიანი ბალისტიკური რაკეტები განალაგა, ჯონ კენედიმ ნიკიტა ხრუშჩოვს „ცრუპენტელა“ და „ამორალური განგსტერი“ უწოდა. მან თავის მრჩევლებს უთხრა - „ჩვენ შევცდით და ვერ მივხვდით, რის გაკეთებას ცდილობს იგი კუბაზეო“. იგივეს აკეთებს დღეს რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიმართ. მისი ნდობა არ შეიძლება. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ პუტინის ნოსტალგია დიდ საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით და დასავლელი დამკვირვებლების დასკვნა მინისტრ სერგეი ლავროვის მიმართ - „ის იმდენად კომუნისტი არაა, რამდენადაც მეფის დროინდელი რუსეთის მომხრე, ცარისტი“, - ასეთი შესავალით იწყებს სტატიას ჯონ ბოლტონი.

 

როგორც ავტორი წერს, მოსკოვი ცდილობს, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს ე.წ. რუხ ზონაში“, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით მდებარეობს და მოიცავს უკრაინის, ბელარუსის, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ტერიტორიას. დასავლეთის უუნარობა წინ აღუდგეს რუსეთის ზრახვებს, მის ახლომხედველობას ადასტურებს, რაც ბრიუსელს და ვაშინგტონს წინ დაუხვდება.

 

„უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება, გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, რუსული ნავთობისათვის გამოცხადებული  ბოიკოტი და სხვა დიპლომატიურ-ეკონომიკური სანქციები გამართლებულ ზომებს წარმოადგენენ, მაგრამ არასაკმარისს - ისინი რუსეთს ვერ შეაჩერებენ“, - აღნიშნავს ავტორი.

 

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველის თქმით, მხოლოდ გლობალური სტრატეგია ნატოს ბერკეტებით შეიძლება დაუპირისპირდეს პუტინს, რომელიც გრძელვადიან პოლიტიკას ახორციელებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, როგორც მთლიანობაში.

 

აშშ-ის ყოფილი მეთაურის ყოფილი მრჩევლის აზრით, ვაშინგტონი და ბრიუსელი ერთობლივად უნდა გადავიდნენ შემტევ მოქმედებაზე: დაიწყონ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული „გაყინული კონფლიქტების“ და იმ პრობლემების [ძალისმიერი] მოგვარება, რომლებიც ხელს უშლიან „რუხ ზონაში“ მდებარე ქვეყნებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებისათვის. „ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს დნესტრისპირეთის განადგურება, რომელიც ხელოვნური წარმონაქმნია და მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. კიდევ ერთ მანევრი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გაზრდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს წარმოადგენენ“, - აცხადებს ჯონ ბოლტონი, - „დასავლეთი წინ ვერ აღუდგა აგრესიული რუსეთის თავდასხმას საქართველოზე 2008 წელს და სწორედ მისმა ასეთმა უუნარობამ მიგვიყვანა რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ყირიმის მიტაცებამდე და დონბასში სეპარატიზმის გაღვივებამდე“.

 

„თუ დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდება უკრაინისადმი ყურადღება მოადუნოს და მზერა სხვა საკითხებზე გადაიტანოს... ნატომ აუცილებლად უნდა შეცვალოს და გაამკაცროს თავისი მიდგომები რუსეთთან... აშკარაა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. გასაგებია, რომ უბრალო განცხადებებით კრემლის სწრაფვას ვერ შეაჩერებ. ასე „რუხ ზონაში“ მშვიდობა ვერ დამყარდება. ეს არ უნდა იყოს ნატოს გზა, განსაკუთრებით ავღანეთიდან აშშ-სა და ნატოს სხვა ქვეყნების ჯარების კატასტროფული გამოყვანის შემდეგ. ახლა სწორედ ის დრო დგება, როცა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსის ლიდერებმა უნდა აჩვენონ - ნატო ცოცხალი და ჯანმრთელია. მოსკოვისადმი გზავნილი ასეთი უნდა იყოს - რუსეთს წინ იოლი დღეები არ ელოდება“, - ასკვნის ჯონ ბოლტონი სტატიის დასასრულს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ