დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„სააკაშვილი რთულ კითხვებს თავს არიდებდა“ - რა შეფასებები მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლას 29.11.2021 17:07

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. აღნიშნულ სხდომას პირველად, თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი ესწრებოდა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს დარბაზიდან მოსახლეობას თითქმის ერთ საათიანი სიტყვით მიმართა და არაერთ საკითხს შეეხო.

 

ახლა ამ ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ეს შენობა ავაშენე, ეს დროშა დავკიდე, ეს გერბი შევქმენიეს ჰიმნი ჩამოვაყალიბე და, რაც მთავარია, შევქმენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს არ ჰქონდა ასწლეულები, მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში? ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს,“- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში.

 

მისი თქმით, მთელი მსოფლიო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ ახლა მას სასამართლო დარბაზში შუშის მიღმა მყოფს უწევს მოსახლეობისთვის მიმართვა და არ აქვს შესაძლებლობამის მიერ აშენებულ ქვეყანაშიიაროს და საქართველოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა.

 

როგორც სააკაშვილმა თავის სიტყვაში აღნიშნა, ის რაც მის ირგვლივ ხდება, რუსული კომბინაციაა.


„7 ნოემბრის კადრებს რომ ატრიალებთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უსიამოვნო საყურებელია და მე დღემდე ცუდად ვიგონებ ამას, გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი?!

 

შეადარეთ დაზარალებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს. გუშინ არ გქონდათ ლექსო ლაშქარავას მკვლელობა, რომელიც წაახალისა საქართველოს უმაღლესმა პოლიტიკურმა პირმა თავისი მოწოდებით?! მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რა გეოპოლიტიკური კონტექსტი იყო მაშინ საქართველოში. საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,“- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მესამე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა სასამართლოში ჯორჯიან თაიმსთან პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ შეაფასა.

 

მისი თქმით, სააკაშვილმა ბევრი კითხვა კიდევ პასუხგაუცემელი დატოვა.

 

ჩემთვის საყურადღებო იყო ის, რომ პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა პრეზიდენტის შესაფერისი სიტყვა ააწყო. მისი სიტყვა აკადემიური იყო და არა - შეურაცხყოფებზე აწყობილი. მე არ გამოვრიცხავდი, რომ ისეთი სააკაშვილი გვენახა, როგორიც გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის დროს, სასწრაფოს მანქანაში ვნახეთ. იქ აგრესიული და გაუწონასწორებელი იყო და მეგონა, რომ აქაც ამ მდგომარეობაში იქნებოდა. ამან  ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ პროცესი მან მოიგო.

 

სააკაშვილი, ბუნებრივია, თავისთვის რთულ კითხვებს თავს არიდებდაისეთი თემები, რომლებიც შეიძლებოდა, მას გაეშალა, არ ისაუბრა და ბუნდოვნად დარჩა ბევრი საკითხი.  მათ შორის ისიც, თუ როგორ შემოვიდა საქართველოში, რატომ შემოვიდა იმ ფორმით, როგორც მოვიდა? თუ ჩაბარება იყო ჩაფიქრებული, შეეძლო ჩვეულებრივ შემოსულიყო და ბევრი კითხვის ნიშანი აღარ იქნებოდა. მისი საზღვრის ასეთი გადმოლახვა კი არ გახდებოდა კიდევ ერთი ბრალდება,“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

მისივე თქმით, მესამე პრეზიდნტს გვირგვლიანის, გელაშვილისა და 7 ნოემბრის საკითხებზე ახალი არაფერი უთქვამს.

 

ვიცით, რაც ადრე იყო ნათქვამი, ისევ იგივე ელემენტები განმეორდა. სახელმწიფო გადატრიალებასა და პატარკაციშვილზე საუბარი, 7 ნოემბრისა და მედიის დარბევაზე საუბარი ადრეც იყო, მაშინაც კი, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში. მან ისიც თქვა, რომ რეფორმების გამო ბევრი უკმაყოფილო იყო. რეფორმებით ხალხი გაათავისუფლა და ახლა  ეს ადამიანები მისით იყვნენ უკმაყოფილონი. საპროტესტო აქციები აქედან გამომდინარე ახსნარამე პრინციპულად ახალი არაფერი უთქვამს.

 

რაც შეეხება 20 ივნისისა და 7 ნოემბრის შედარებას - ორივე ფაქტი ბევრ სამწუხარო რამეს გულისხმობს, უარყოფით მხარეებს ვერ გაექცევა. 7 ნოემბრის კადრებიც გვახსოვს და რაოდენობაც, იმ ადამიანებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომ დაასისხილიანეს და ზოგიერთი საასიკვდილოდ გაწირეს. იქ სახელისუფლებო მხარე გაცილებით აქტიური იყო და სადამსჯელო ოპერაციის იერი ჰქონდა. რაც არ იყო 20 ივნისს,“- აღნიშნავს ექსპერტი.

 

კითხვაზე სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა დააწყნარებს თუ არა საპროტესტო აქციების მუხტს, გვპასუხობს, რომსაზოგადოებაში დაძაბულობა არის, ისევე როგორც პოლიტიკაში. დაძაბულობის განტვირთვა, რა თქმა უნდა, უპრიანია. მეეჭვება, უკრაინისკენ ამ პროცესის გაშვება მართებული იყოს.

 

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ მიშას ამჟამად ჩამოსვლა, მგონი უკრაინაში მისი მდგომარეობით უნდა იყოს განპირობებული. უკრაინის საზღვრის ჩუმად გადმოლახვაც ამით აიხსნება. დღეს, უკვე ნელ-ნელა იკვეთება, რომ უკრაინაშიც, რაღაც ისეთი პროცესები ხდება, რომლის ფონზეც თვითონ სააკაშვილისთვისაც არ უნდა იყოს სასურველი იქ დაბრუნება. თან  როგორც  პატიმრის დაბრუნება, რადგან იქ, ციხეში მეეჭვება, რომ მას ისევე მოექცნენ, როგორც საქართველოში. აქ ის მესამე პრეზიდენტია და დღესაც, სასამართლოში ეს დამოკიდებულება კარგად ჩანდა. უკრაინაში კი ის განსაკუთრებული პერსონა არ არის. რაც მთავარია, არც უკრაინა იკლავს თავს  დამიბრუნეთო,“- განაცხადა ჩვენთან საუბარში რამაზ საყვარელიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლას სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

 

"მოსამართლეებს ეუბნება ჩემს დროს სასამართლო დამოუკიდებელი არ იყოო და ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყოო, ანუ ჩემზე იყავით დამოკიდებულიო,"- წერს  ექსპერტი ამირან სალუქვაძე.


"ხომ ვთქვი, რომ რამსები აქვს არეული, და რაც მეტი ილაპარაკა უფრო მეტად დაამტკიცა ეს სააკაშვილი ამბობს, რომ "არ აქვს შესაძლებლობა მის მიერ აშენებულ ქვეყანაში იაროს და საქართველოს განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა" ეს ქვეყანა სააკაშვილს არ აუშენებია, მას თაობები აშენებდნენ და იცავდნენ და ამით სააკაშვილი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ღირსებას და მთელს თაობებს სააკაშვილმა თავად თქვა უარი საქართველოს განვითარებაში მონაწილეობაზე, როდესაც საქართველოდან ქურდულად გაიქცა და უკრაინის მოქალაქე გახდა,"- წერს ექსპერტი ზააალ ანჯაფარიძე.


"ეს ავადმყოფი (ექიმების აზრით) ვერ აცნობიერებს სასამართლოში იმყოფება თუ პარტიის ყრილობაზე. მისი პოლიტიკური განცხადება ჩადენილი დანაშაულის გამართლებას ემსახურება,"- წერს პოლიტიკური მიმოხილველი სიმონ კილაძე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ