დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური თელავის სასამართლომ გაათავისუფლა და სააკაშვილი ციხეშია" - ნიკა გვარამია 29.11.2021 17:28

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველი და "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ზვიად ზვიადაურის სასამართლო პროცესები, ივანიშვილის რეჟიმზე ყველაზე კარგად მეტყველებს. 

 

"მკვლელობაში ბრალდებული ზვიადაური თელავის სასამართლომ 50.000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და სააკაშვილი ციხეშია. ამაზე მეტი რა უნდა თქვა ივანიშვილის რეჟიმზე?",- წერს ნიკა გვარამია. 

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ 16 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

 

ცნობისთვის, შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.


კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ყოფილ პარლამენტარს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობას ედავება, ხოლის ჯაბა ჯანგირაშვილი იარაღის დაუდევრად შენახვას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ