ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პოლიციამ, მარნეულში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა.
ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსის „ფეისბუკ“ გვერდზე ვრცელდება.
„გიგი უგულავა მარნეულშია გადაყვანილი. პოლიციამ თბილისში ადგილები არ გვაქვსო“, - ნათქვამია „ფეისბუკ“ სტატუსში.
ცნობისთვის, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :