დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"უტიფრობისა და აღვირახსნილი დემაგოგიის აპოგეა იყო სააკაშვილის გუშინდელი ე.წ. მიმართვა" 30.11.2021 13:37

უტიფრობისა და აღვირახსნილი დემაგოგიის აპოგეა იყო სააკაშვილის გუშინდელი ე.წ. მიმართვა, - წერს სოციალურ ქსელში ნინო რუხაძე, რითაც, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.  

 

"➡️თურმე 7 ნოემბერს რეზინის ტყვიები, რაც გვაწვიმა, საჭირო იყო, რადგან პუტინის დაკვეთას ვასრულებდით. “იმედის” დარბევაც გამართლებული ყოფილა თურმე.

 

➡️ცივილიზირებული სამყაროს მიერ ერთხმად დიქტატორად აღიარებულ ლუკაშენკოსთან მისი პრივატული საუბრები შიდა პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ყოფილა.

 

➡️გირგლიანის საქმე არ არსებობს და არც არაფერი უკეთური არ ჩაუდენიათ. პუტინი ებრძვის მხოლოდ! 

 

ხოდა, რა მაინტერესებს, იცით? 2 დეკემბერს, 9 მილიონის გაფლანგვის საქმის  სხდომაზე რას იტყვის? ალბათ იმას, რომ  სპა რეზორთებზე კოლექტიურ დასვენებაში, უცხოელი დალაქებისა და პირანია მასაჟისტების მომსახურებაში, ოჯახის წევრების ვოიაჟებში, გაუგებარი ადამიანებისთვის ( მათ შორის თინა ბოკუჩავასთვის) განკუთვნილ საჩუქრებში და ა.შ. (სია  უსასრულოა) სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსები იმიტომ იხარჯებოდა, რომ პუტინთან შერკინებისას სათანადო ფორმაში ყოფილიყო, აბა რა! პუტინს როცა ებრძვი, ჯერ ტაილანდში უნდა დაისვენო, მასაჟი გაიკეთო, უგულავა აგულავო, თორემ ვერ შედგები “რეგიონალური მასშტაბის ლიდერად".

 

განრისხებული ვარ, რომ ამას ბედავს და გვკადრებს ანტიკური ცივილიზაციის ერს, რომელიც თურმე ამას დაუფუძნებია! 

 

მინიმუმ, თავმყვარეობისა და ღირსების საკითხია ამ გაუგებარი ადამიანის და მისი მადიდებლების მიუღებლობა! 

 

P.S ირაკლი გედენიძე - ოქროს ბიჭი ხარ შენ! ეს კი ნამდვილად არის ისტორიული კადრი!" - წერს ნინო რუხაძე.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ