დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"იცლება ქვეყანა რუსეთის, ბიძინას და "ოცნების" გეგმის მიხედვით" - მამუკა ხაზარაძე 30.11.2021 14:14

ჩემი სამი მეგობარი, ახალგაზრდა პროფესიონალები, დასაქმებული ადამიანები დამემშვიდობნენ და ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში წავიდნენ, რადგან აქ ცხოვრების პერსპექტივა ვეღარ დაინახეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

 

"იცლება ქვეყანა რუსეთის, ბიძინას და "ოცნების" გეგმის მიხედვით, იცლება იმ ადამიანებისგანაც კი, რომლებიც დასაქმებული და წარმატებულები არიან. 


ქვეყანა არაა პერსპექტივის და მომავლის მქონე.


თუ ეს სწრაფად არ შევცვალეთ და  ყველამ ერთად არ გამოვიღვიძეთ,   საქართველო დარჩება სხვას.


ჩემს მეგობრებს კი დავპირდი, რომ უფრო მეტად გავაგრძელებ ბრძოლას ამ რეალობის შესაცვლელად, არსად არ წავალ, დაველოდები მათ და სხვების დაბრუნებას თავის სამშობლოში,"- წერს მამუკა ხაზარაძე.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ