დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ციციშვილის კლინიკის 90 პაციენტი ბავშვის მშობლიდან მხოლოდ 5-ია ვაქცინირებული" - კლინიკის დირექტორი 30.11.2021 15:59

საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება, რაც ყოველდღიურ სტატისკიკაზეც აისახება. ბოლო პერიოდში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 4-5 ათასს გადააჭარბა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილი გვიკავია. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,38%, ბოლო 14 დღის – 8,96%, ბოლო შვიდი დღის – 8,95%. 



ჯანდაცვის სპეციალისტები მძიმე სიტუაციის ფონზე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საზოგადოებაში იმუნიზაციის მაღალი მოცვის შედეგად გაუმჯობესდება. საქართველოში ვირუსის გავრცელების დღიდან, კორონავირუით ინფიცირების სულ 845 643 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 788 201 გამოჯანმრთელდა, 12 054 კი, გარდაიცვალა. ვირუსის მუტაციასთან ერთად, გარდაცვალების მაჩვენებელმა ახალგაზრდებში და ბავშვებშიც მოიმატა.  



ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ინფიცირებულთა რაოდენობისა და მათი ამ დროის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან თაიმსს" აწვდის. მაია ჩხაიძის ცნობით, ამ ეტაპზე, კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. ინიფიცირებული პაციენტებიდან 12-ს სარეანიმაციო ღონისძიებები ესაჭიროება, მათგან ორის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 



"ამ დროის მონაცემებით, კლინიკაში მოთავსებულია 90 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში 12 ბავშვია მოთავსებული. აქ მოთავსებული 12 ბავშვიდან ორი განსაკუთრებულად მძიმედაა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამათგან ერთი ბავშვი თვენახევრისაა, რომელიც, მართვით სუნთქვაზე უკვე დიდი ხანია იმყოფება და მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მეორე ბავშვი კი 20 რიცხვში დაიბადა, ფაქტობრივად 10 დღისაა, მას ფილტვის ქსოვილის მეორე ხარისხის დაზიანება აქვს და ამის გამო ისიც  მართვით სუნთქვაზე იმყოფება,"- აცხადებს ჩხაიძე.



კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ორჯერადად აცრილია მხოლოდ 5 პაციენტის მშობელი, რაც შეეხება თავად პაციენტებს, მაია ჩხაიძის თქმით, მათგან არც ერთი არაა აცრილი. 



"შესაძლოა, სტატისტიკა შეიცვალოს, ვიღაც გაეწერება და ვიღაც შემოვა. ამ ეტაპზე, 5 ბავშვის მშობელი ორჯერადადაა ვაქცინირებული, თვითონ ბავშვებს რაც შეეხება, 12 წლის ასაკს ზემოთ ვინც წევს, არცერთი არ არის ვაქცინირებული,"- განაცხადა მაია ჩხაიძემ.



პანდემიის დასრულების ერთადერთი ალტერნატივა რომ ვაქციონაციაა, ამაზე არსებული სტატისტიკაც მეტყველებს. მაგალითად, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილი პაციენტებიდან 98,05% არავაქცინირებულია, ასევე, რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტებიდან 97,57%-ს აცრა არ გაუკეთებია. 



თათია შაიშმელაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ