დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული პირებისთვის კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო ხდება 30.11.2021 20:47

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განაცხადებით, 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო გახდება. მიცოტაკისის განცხადებით, 60 წელს გადაცილებული ყველა აუცრელი მოქალაქე პირველი დოზის მისაღებად მომავალი წლის 16 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვიურად 100 ევროთი დაჯარიმდება იქამდე, ვიდრე აცრას არ გაიკეთებს.

 

ქვეყნის პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ როდიდან გახდება ვაქცინაცია სავალდებულო. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, თუმცა მთავრობამ პირველ რიგში იმ ნახევარ მილიონზე მეტი ხანდაზმული მოქალაქის სიცოცხლეზე უნდა იზრუნოს, რომლებიც არ არიან აცრილი.

 

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს არსებული მდგომარეობით, 11-მილიონიანი მოსახლეობის 63%-ია სრულად აცრილი. სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად 60 წელზე უფროსი ასაკის 520 ათასზე მეტ ადამიანს არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ