დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

რუსეთის პრეზიდენტი ნატოს პასუხობს 30.11.2021 21:39

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნატოს ქვეყნები გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეიარაღების ან სამხედროების განთავსება რუსეთის მხრიდან ძლიერ პასუხს გამოიწვევს.

 

 

„თუ უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე სახის დარტყმითი სისტემა გამოჩნდება, მოსკოვამდე ფრენის დრო 7-10 წუთი იქნება, ხოლო ზებგერითი იარაღის განლაგების შემთხვევაში - 5 წუთი. რა ვქნათ ასეთ სიტუაციაში? მოგვიწევს მსგავსი რამის შექმნა მათთან მიმართებაში, ვინც ამ გზით გვემუქრება და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

 

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

 

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთმა უკვე აჩვენა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სანქციების გატარება შეუძლია.

 

 

„რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს, თუკი კიდევ ერთხელ გამოიყენებს ძალას უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი ესკალაციური ქმედება აშშ-ის დიდ შეშფოთებას გამოიწვევს, ხოლო ნებისმიერ აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ