დღე: 17

ღამე: 11

USD 2.6797

EUR 2.8777

"რაც დღეს ხდება არაფერი საერთო არც დემოკრატიასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც სამართლიანობასთან არა აქვს!" - გიორგი ცუცქირიძე 30.11.2021 21:45

დღეს კოკო გამსახურდიამ ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი პოსტი დადო. მან 1991 წლის 20-22 დეკემბერის პუტჩის ამბები გაიხსენა. როდესაც სამოქალაქო დაპირისპირების აცილების მიზნით, ზვიად გამსახურდიამ დელეგაცია გააგზანა მაშინდელ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად ,-  წერს სოციალურ ქსელში  ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

 

 ეგ პერიოდი მეც ძალზე კარგად მახსოვს, უზენაესი საბჭოს ანუ დღევანდელი პარლამენტის შენობაში ვიყავი ის დღეები. შეთავაზებათა პაკეტი კი, ფაქტიურად, ითვალისწინებდა ოპოზიციის მოთხოვნებს - ვადამდელ არჩევნებს, მას შემდეგ, რაც დასრულდებოდა ქვეყნის საერთაშორისო აღიარების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო და მანამდე კოალიციის ფორმატში ოპოზიციისათვის რამოდენიმე სამთავრობო პორთფელსაც კი.და როგორ მოიქცა ოპოზიცია?

 

 

იმის მაგივრად, რომ ეს ბოლო შანსი, თავიდან აგვეცილებინა თბილისის ომი, სახელწიფო ინტერესების პრიზმაში გაეტარებინა, მიზანდასახულად ჩაშალა ვითომდა "დაგვიანების" მოტივით?! დღევანდელი გადასახედიდან გასაგებია, რომ ულტიმატუმი იყო არა რაიმე პიროვნული ახირება, დღესაც იმ ღალატის გამართლებას, რომ ცდილობს ზოგიერთი, არამედ კარგად დაგეგმილი სპეც. ოპერაცია კრემლში აქაური რეზიდენტების შესრულებით. ისე სხვათა შორის მაშინდელი პუტჩისტური ოპოზიცია ზვიად გამსახურდიას პრორუსულ პოლიტიკაშიც სდებდა ბრალს!

 

და ეს რეზიდენტები არა თუ არც არავის დაუსჯია, არამედ დღემდე პოლიტიკური რევანშის ავანგარდში არიან. ლუსტრაციის კანონიც მაგიტომ იყო მისაღები, ბალტიის ქვეყნებმა ამითაც აიცილეს მსგავსი პოლიტიკური რყევები და კატაკლიზმები!რაც დღეს ხდება არაფერი საერთო არც დემოკრატიასთან, არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც სამართლიანობასთან არა აქვს! ეს არის "დასავლური იდეით" კარგად შენიღბული კრემლის მორიგი სადამსჯელო ოპერაცია კავკასიაში ბოლო პროდასავლური ფორფოსტის ასაღებად, ისევ ქართველი რენეგატების ხელით.

 

ოღონდ ამჯერად არა ბეპაევის და ბალტინის ტანკებით და საჯარისო ნაწილებით, არამედ საინფორმაციო მედიუმების და "ტვინების გამორეცხვის" ჰიბრიდული ომის ელემენტებით!კრემლმა მეთოდები შეცვალა, თორემ აქტიორები არ შეუცვლია. ისევ ის ხალხია რევოლუციურ არმადაზე, რომელმაც სახელმწიფო ღალატი საკუთარ პოლიტიკურ კარიერად აქცია!ქართული სახელმწიფო დიდი ხიფათის და ღალატის გზაჯვარედინზე მერამდენედ დამდგარა, ბევრჯერ ჩვენივე გაუტანლობით თუ უტვინობით მოსაგები პარტიებიც კი წაგვიგია, თუმცა მოგებითაც გამოვსულვართ არანაკლებ მძიმე გეოპოლიტიკური გზიგზაგებიდან, და მწამს ამ გადამწყვეტ შტორმიდანაც გამარჯვებული გამოვალთ!დროება არის მძიმე, თუმცა არა დაუძლეველი!"- წერს გიორგი ცუცქირიძე

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ