დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ალექსანდრე ლუკაშენკომ ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარა" - სიმონ კილაძე 01.12.2021 12:22

 

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ, რუსული სააგენტოსადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყირიმი დე-ფაქტოდაც და დე-იურედაც რუსეთის კუთვნილებას, მის ნაწილს წარმოადგენს. "მე და ვლადიმერ პუტინი ყირიმში ჩასვლას ვაპირებთ", - აღნიშნა მან.

 

წყარო: https://lenta.ru/news/2021/12/01/de_fakto_i_de_ure/

 

აღნიშნულ საკითხს "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე გამოეხმაურა: 



"როგორც ჩანს, ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომლიც ყოყმანობდა ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ შეიცვალა თავისი პოზიცია და ვლადიმერ პუტინს დაეთანხმა. ალბათ, ამ ნაბიჯში თავისი როლი კიევთან მინსკის გარკვეულმა კონფრონტაციამაც შეასრულა.



არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ ალექსანდრ გრიგორევიჩი თავის პოზიციას აფხაზეთისა და ე.წ "სამხრეთ ოსეთის" მიმართებითაც შეიცვლის?



ალბათ, არსებობს.



კაცმა რომ თქვას, როცა ბელარუსის ლიდერი თავის უშუალო მოსაზღვრე მეზობელთან ასეთ სარისკო ნაბიჯს დგამს, მისთვის შორეული საქართველო ნაკლებად მნიშვნელოვანია.



ზოგიერთი ჩვენებური ექსპერტის აზრით, ბელარუსი აღიარებს თუ არ აღიარებს აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთს" დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამით მაინც არაფერი შეიცვლება, სოხუმი და ცხინვალი მაინც სეპარატისტ-მარგინალებად დარჩებიან.



მაგრამ არც ასე იოლად იქნება საქმე. თუ ლუკაშენკო გარისკავს, ჩვენ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოგვიწევს, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით..." - აღნიშნა სიმონ კილაძემ. 

 

მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ რიგაში ჟურნალისტებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განუცხადა, რომ ბელარუსის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს.  

 

„ჩვენ შევაფასებთ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ქმედებებს. თუ ბელარუსი ნამდვილად აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას, ეს გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს უკრაინა-ბელარუსის ურთიერთობებს. ყირიმი არ არის ის საკითხი, სადაც ჩვენ თავს თავშეკავების უფლებას ვაძლევთ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

ცნობისათვის, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, რუსეთის კანონიერი ტერიტორიაა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი RIA-ზე დაყრდნობით.

 

„ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა, მაგრამ არ ცნო ნახევარკუნძული რუსულად მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ეს ტერიტორია დაიპყრო. ანექსიას დასავლეთის მიერ დაგმობა და სანქციები მოჰყვა. მსოფლიოში ქვეყნების დიდი უმრავლესობა აგრძელებს ყირიმის უკრაინის ტერიტორიად აღიარებას. კიევს მისი დაბრუნება სურს“, - წერს ბრიტანული სააგენტო.

 

2021 წლის 9 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, როცა „უკანასკნელი რუსი ოლიგარქი“ დაიწყებს იქ ტვირთის მიწოდებას.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ