დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს" - თამარ გაბუნია 01.12.2021 13:50

ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.

 

„ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ.

 

6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ