დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა - დეტალები 01.12.2021 13:59

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს მხარი დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

 

პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია:

 

გენადი მაკარიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თამარ ოქროპირიძე - 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

ნინო სანდოძე - 80 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

თეა ძიმისტარაშვილი 81 მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

 

მანამდე მათ მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოუცხადეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ