დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ექიმი, რომელმაც "ომიკრონი" აღმოაჩინა, პირველ კომენტარს აკეთებს 01.12.2021 14:36

ექიმი, რომელმაც ომიკრონის შტამი აღმოაჩინა, ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების პანიკა უსაფუძვლოა. მისი თქმით, დაავადების მიმდინარეობისას პაციენტებში სიმპტომები ძალიან მსუბუქია. 

 

ექიმი ანჟელიკა გოეტე, რომელიც სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელია აცხადებს, რომ 30 წლის ენდრიუ მერ შოუ პირველი პაციენტი იყო, რომელსაც ომიკრონი დაუდასტურდა. ექიმის თქმით, მამაკაცი მხოლოდ ზოგად სისუსტეს და მსუბუქ თავის ტკივილს უჩიოდა. მისი შემთხვევა გამორჩეული იყო, რადგან არც ერთი ისეთი სიმპტომი არ ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ Covid 19-ით დაინფიცირებულ პაციენტებს აქვთ. ანჟელიკა გოეტეს განცხადებით, კლინიკურად სამხრეთ აფრიკა ახალი შტამის ეპიცენტრია, თუმცა მიუხედავად ამისა, იქაც კი სიმპტომები ძალიან მსუბუქია. ქვეყანაში მედიკოსებს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევებთან აქვთ შეხება.

 

ექიმი იმასაც განმარტავს, რომ ეს პირველადი მონაცემია და ორი კვირის შემდგომ მდგომარეობა შესაძლოა შეიცვალოს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ