მე ვინ მეკითხება, მაგრამ სააკაშვილს ცოტა მეტი დრო რომ მისცენ პროცესებზე იმის მოსაყოლად, თუ როგორ "აშენებდა" ქართულ სახელმწიფოს, რა ტანჯვა/წამება გაიარა ამ რთულ გზაზე - საჭიროც არის და აუცილებელიც, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
"ასევე საჭიროა მისი "აღმშენებლობის" ხანის ცოცხალი მოწმეების ჩვენებების გაზიარება. მაგალითად - ექიმ/მასაჟისტის, დოროთი შტეინის. მისი აღიარებიდან, ჩვენ შევიტყობთ, რომ სააკაშვილში სავარაუდო ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, (რომლის გამოსავლენად ლომჯარიას კონსილიუმი ფსიქიატრის ჩართვას ითხოვს), არ შეიძლება რომ გამოეწვია მიშას მიერ მისთვის შეკვეთილ "კბენით" სპეც/მასაჟს, ვინაიდან ის ცოფზე აცრილია და მას შესაბამისი ცნობა გააჩნია.
ასევე ექიმი დოროტი უარყოფს, რომ სააკაშვილმა მასთან სექსუალური კონტაქტი მისი მხრიდან ნების საფუძველზე დაამყარა. სახელმწიფოს მშენებლობის ფარგლებში ექიმთან დამყარებული სექსი, სავარაუდოდ კონიაკში, ჰალუცინოგენების ჩაყრის შემდეგ განხორციელდა, რამაც ექიმი უგონო მდგომარეობაში ჩააგდო.
ექიმის ჩვენებით, ასევე სიცრუეა, მისთვის გადახდილი 50 000 დოლარის თანხა, მან კბენაში მხოლოდ 4000 ევრო აიღო. თუმცა, ექიმის ეს ინფორმაცია, შესაძლოა საკუთარი ქვეყნის საგადასახადო უწყებასთან პრობლემების თავიდან არიდების მიზნით გაჟღერდა"- წერს დავით ქართველიშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge