დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსმა“ გავრცელების მასშტაბი გააფართოვა 02.12.2021 12:32

ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსი“ სტერეო პლიუსის მულტი ფლექს პლატფორმაში ჩაერთო.  ტელეკომპანიის სიგნალის მიღება უკვე ღია ეთერიდანაც არის შესაძლებელი და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.  



ამიერიდან, ტელეკომპანიას შეგიძლიათ უყუროთ ღია ეთერის საშუალებით უკვე  22 არხზე. ასევე, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ სიხშირეებზე: სილქნეტი - 287 , ახალი ქსელები - 280, მაგთი - 74,  სუპერ ტვ - 24.

 

ინფორმაციისთვის, სამაუწყებლო კომპანია “ჯორჯიან თაიმსი“ საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მქონე ქართული არხია, რომელიც, მაყურებელს მრავალფეროვანი ფორმატისა და შინაარსის გადაცემებს სთავაზობს.  მათ შორის, - საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ანალიტიკურ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ კონტენტს. სამაუწყებლო ბადეშია ქართული და უცხოური წარმოების მხატვრული ფილმები და სამეცნიერო დოკუმენტალისტიკა, რომელიც არხის ექსკლუზიურ პროექტია. სამაუწყებლო კომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ კონცეფცია ეფუძნება მედიასივრცეში ახალი სრულიად დაბალანსებული სატელევიზიო არხის შექმნას, მაყურებლისათვის ობიექტური და ავთენტური ინფორმაციის მიწოდებას.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ