დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

"გამაოგნებელია, რომ ამის ჩამდენი ახლა საბრალდებო სკამს იყენებს აქეთ შესატევად" - დავით ზარდიაშვილი 02.12.2021 13:17

არაერთი უეჭველი ფაქტით და არა მხოლოდ „აღქმებით“, ცალსახად დასტურდება, რომ 9 მილიონის მითვისება, რისთვისაც არის სააკაშვილი ბრალდებული, მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი ეპიზოდია მისი და მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი  სისტემური დანაშაულისა,  რაც საჯარო სახსრების (სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებისა თუ უძრავ-მოძრავი ქონების) არა საჯარო, არამედ პირადი ან ნაც-კორპორაციული მიზნებით გამოყენება-განკარგვაში, ანუ ავაზაკურად მითვისებაში  მდგომარეობს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბლოგერი დავით ზარდიაშვილი წერს.

 

"9 მილიონი მხოლოდ აისბერგის წვერია, ეს არის ის თანხა, რისი მითვისებაც დოკუმენტურად, მტკიცების მაღალი სტანდარტით დასტურდება. ამ აისბერგს სიღრმეში რომ წავყვეთ, ათეულობით მითვისებული მილიარდი და არა მხოლოდ რამდენიმე მილიონი, ამოტივტივდება. 


მაგალითად, 800 მილიონი, რაც დაჯდა სააკაშვილის სასახლე, რომელიც ახლა არც კი ვიცით, რაში გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ, ანდა სულ ცოტა 460 მილიონი, რაც ასევე უქმად გადაიყარა გოგორიშვილის უნიტაზად წოდებულ პარლამენტის ახალი შენობის ასაგებად...  ასევე, უამრავი სრულიად გაუმართლებელი ხარჯი, რაც ნაცების ხუშტურების გამო სხვადასხვა სახის „კუტუნიობებში“ (ტოტო კუტუნიოს ე.წ. კონცერტის მსგავს მაიმუნობაში) გაიფლანგა... ცხადია, ესეც მხოლოდ ზღვაში წვეთია. ისე, ბოლომდე რომ მივყვეთ, განა ის ფული, რაც მაგ. მეგის ქარდავას ხელფასად მიეცა ანდა „ორ გვამში“ ვანოს შნირებისათვის პრემიებად გაიცა, არა მხოლოდ საზოგადოებრივად ფუჭად, არამედ სწორედაც რომ ანტი-საზოგადოებრივი მიზნებით და უარესიც: ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა განსახორციელებლად არ დაიხარჯა? გამაოგნებელია, რომ ამის ჩამდენი ახლა საბრალდებო სკამს იყენებს აქეთ შესატევად!"- წერს დავით ზარდიაშვილი.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ