"ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში"

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება:

 

"ნუ ჰგონიათ სააკაშვილის ადვოკატებს, რომ მათი კლიენტის დაცვის სტრატეგია სწორია. ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში. 


სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივაზე რა ისმის, ჩატარდა ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიატრიული შემოწმება? რა შედეგებია თუ ჩატარდა ასეთი კვლევა? 


ცალკე ნიკა გვარამიას ისტერიული გამოხტომები, რომლებიც არაფრის მომტანია. ეს დესტრუქციული ენთუზიაზმი ტელესტუდიაში გააგრძელოს და არა სასამართლოს შენობაში!"-წერს გია აბაშიძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები